კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

სასმელი წყალი სოფელ აღაიანს
17 ნოემ 2021
 

სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების და გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდება უბნების მიხედვით დაიწყო.

პროექტი განხორციელდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოაცხადებულ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“-ს მიერ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო რეზერვუარები, ჭაბურღილი, ჭაბურღილის სათავსი და შენობა, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე საქლორატორო და დარაჯის შენობა, რომლებიც შემოიღობა.

შესრულებულ სამუშაოებზე 2 437 956 ლარია გათვალისწინებული იყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სოფელში წყალმომარაგების ქსელი ამორტიზირებული იყო, ნაწილი კი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობდა. პროექტის განხორციელება 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს პრობლემა აღმოიფხვრება და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა არსებობს, რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე კი ვცდილობთ მოვაგვაროთ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#ინფრასტრუქტურა2020

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 77
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
90
ოქტ 17 კვ 2021
336
ოქტ 05 სამ 2021
221