კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

სოფელ რენეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
16 ნოემ 2021
 

დასრულებულია შენობის ორი სართული, გადახურულია სახურავი, ამჟამდ მიმდინარეობს სავალი გზის ფილების, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის მოწყობის სამუშაოები.

30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და ბავშვები მშობლებს მეზობელ სოფლებში დაყავთ. კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 საზღვრისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი.

პროექტს შპს „ლიკანი 200“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 684 112 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდი და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებს მოემსახურება. კეთილმოწყობილ ბაღში ბავშვებსა და პედაგოგებს ყველა საჭირო პირობები ექნებათ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#კასპი2021

 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 113
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
89
ოქტ 17 კვ 2021
335
ოქტ 05 სამ 2021
221