კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

#ისწავლედასაქმებისთვის
15 ნოემ 2021
 

კასპის პროფესიულ სასწავლებელში დღეს პირველი სასწავლო წელი დაიწყო. კასპის კოლეჯი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა, რომელმაც ახალი სტანდარტებით გაიარა ავტორიზაცია.

თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სრულად აღჭურვილი აუდიტორიები და ახლად გახსნილი სახელოსნოები 200-მდე სტუდენტს მისცემს საშუალებას შეისწავლოს მისთვის სასურველი სპეციალობა.

კოლეჯში ამჟამად 8 სპეცილობა შეისწავლება: ელექტროობა, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ვიზაჟის მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, იატაკისა და ფილის სამუშაოები, სამღებრო სამუშაოების შესრულება, სამკერვალო წარმოება, რეგიონული ტურისტული მეგზური. ყველა პროგრამაზე სწავლა უფასოა.

2022 წლის სასწავლო წლისთვის კასპის პროფესიულ კოლეჯში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის, მებოსტნეობის დამატება იგეგმება. ამისათვის, USAID/Zrda-ის დაფინანსებით კოლეჯში წინასწარ მოეწყო სასათბურე მეურნეობა, რაც სამომავლოდ პროგრამის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს კურსის ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტის დამატების გზით.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს კასპის პროფესიულ სასწავლებელს.

#შეიძინეპროფესია

 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 57
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
91
ოქტ 17 კვ 2021
336
ოქტ 05 სამ 2021
221