კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
05 ნოემ 2021
 

ქალაქ კასპში გაბაშვილის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.

ქუჩაზე მოეწყო ბეტონის ჭები და სანიაღვრე კიუვეტები, ამჟამად კი ერთ-ერთი ჩიხის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი დაიხარჯება.

პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ქუჩის მოწესრიგებას ითხოვდნენ, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ტრანსპორტსაც. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 186
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
90
ოქტ 17 კვ 2021
336
ოქტ 05 სამ 2021
221