კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

#დასასვენებელისკვერიმიკრორაიონისდასახლებას
04 ნოემ 2021
 

კასპში - მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მოადგილემ დავით ქისიშვილმა ადგილზე დათვალიერეს.

მიკრორაიონის დასახლებაში, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, დასასვენებელი და გასართობი სივრცე არ არსებობს.

მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სკვერის მშენებლობა დაიწყო.

შემოიღობა სკვერის ტერიტორია, მოეწყო ბორდიურები, სასმელი წყლის ონკანები.

დასასვენებელი სივრცის მოწყობა 2091,8 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. სკვერში განთავსდება დასაჯდომი სკამები, საფეხმავლოები, საბავშვო ატრაქციონები, ღამის ლამპიონები, 2 სასმელი წყლის ონკანი და დაირგვება ხეები.

ჩვენი მიზანი მწვანე და გასართობი სივრცის მოწყობაა ქალაქსა და სოფლებში. წელს დავგემეთ მიკრორაიონში, სოფელ ხოვლესა და თელიანში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების მოწყობა. მომავალ წელს კი სხვა ლოკაციებზე გავაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#გაიგერაგაკეთდებაშენსმუნიციპალიტეტში

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 206
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
89
ოქტ 17 კვ 2021
335
ოქტ 05 სამ 2021
221