კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

სოფელ ბოჟამის გზის რეაბილიტაცია
30 სექ 2021
 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამში გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.

დავით ქისიშვილი მიმდინარე სამუშაოს შესახებ ესაუბრა გზის მშენებელ შპს „ენ-დი როუდი“-ს ხელმძღვანელებსა და დასაქმებულ მუშებს.

ასფალტის პირველი პირის დაგებამდე მომზადდა გზა და მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები.

გათვალისწინებულია გზის გადამკვეთებსა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურების და საგზაო სამოსის მოწყობა.

სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია.

ჩვენი მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი გზების მოწესრიგება - აღნიშნა დავით ქისიშვილმა.

 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 147
 
 
 
სიახლე
ოქტ 17 კვ 2021
154
ოქტ 05 სამ 2021
95