კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

სასმელი წყალი სოფელ ბარნაბიანთკარს
15 სექ 2021
 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ასრულებს.

პროექტით დაგეგმილია: ჭაბურღილის, წყალსადაწნეო კოშკის, 50 მ3 რეზერვუარის, წყალსადენის მაგისტრალის, შიდა ქსელის, საქლორატოროს  და სანიტარული ღობის მოწყობა.

პროექტის ღირებულება 207 400 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოფელში შიდა დაქსელვა დღემდე არ არსებობდა, მოსახლეობა ძირითადად ჭებითა და წყაროებით სარგებლობდა.პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ - აღნიშნა იოსებ მარღიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 222
 
 
 
სიახლე
ოქტ 17 კვ 2021
154
ოქტ 05 სამ 2021
95