კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
25 აგვ 2021
 

კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება.

საბავშვო ბაღი გათვლილია 50 აღსაზრდელზე და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

საბავშვო ბაღის ეზოში კეთილმოწყობილი სპორტული და საბავშვო მოედნი იფუნქციონირებს.

ეზო იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული.

დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშვო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებდა.

აღსაზრდელები კასპის #1 საბავშვო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

ტრანსპორტირების ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს და მისი სამუშაოების ღირებულება 965 000 ლარია.

მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების აშენება და არსებულის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

პატარები საუკეთესო პირობებს იმსახურებენ, რომლის შექმნაც მუნიციპალიტეტის ერთერთი პრიორიტეტია.

#სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა2021

 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 335
 
 
 
სიახლე
აგვ 18 ოთხ 2021
208
აგვ 13 პარ 2021
125
აგვ 09 ორშ 2021
159