კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

სასმელი წყალი სოფელ ხიდისყურსა და საქადაგიანოს #გაიგერაკეთდებაშენსსოფელში
20 აგვ 2021
 

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"- მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, გამარჯვებულმა შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფმა“ სოფელ საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს რკინაბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, სანიტარული ზონის, სადარაჯო ჯიხურის მოწყობას. ორივე სოფელში მოეწყობა წყალსადენის ქსელი ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით.

შესრულებული სამუშაოს გარანტია 1 წელია.

საგარანტიო პერიოდში მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა.

პროექტის დასრულების შემდეგ ორივე სოფელის მოსახლეობას - სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აფინანსებს.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 246
 
 
 
სიახლე
აგვ 18 ოთხ 2021
208
აგვ 13 პარ 2021
125
აგვ 09 ორშ 2021
159