კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

#აცრანებაყოფლობითია #ჯანდაცვა2021
17 აგვ 2021
 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.

დღეს სოფელ ქვემო გომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მედიკოსების მობილური ბრიგადა ჩავიდა.

40 ადგილობრივი მაცხოვრებლების იმუნიზაციის პროცესი ექიმებმა ნინო გრილავამ, სერგო ოჩიგავამ და გია ფანჩულიძემ განახორციელეს.

მოსახლეობის ვაქცინაცია სოფელ ლამისყანასა და ქვემო ჭალაში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (გორი) ექიმმა ალექსანდრე მეგრელიშვილმა ჩაატარა.

ალექსანდრე ექიმი, რომელსაც მეორე აცრის დღე 17 აგვისტოს ქონდა დაჯავშნული, ლამისყანელებთან ერთად საჯაროდ აიცრა.

ექიმთა ბრიგადას ვაქცინაციამდე მერიაში შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მერიის ()იპ ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნანა ნონიაშვილი.

დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სულ 107 მოქალაქე აიცრა.

იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.

აცრა ნებაყოფლობითია, დაიცავი საკუთარი თავი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.

#ვაქცინამუშაობს

#StopCoV #COVID19

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 301
 
 
 
სიახლე
აგვ 18 ოთხ 2021
208
აგვ 13 პარ 2021
125
აგვ 09 ორშ 2021
159