კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

გამწვანების აქცია კასპში #მეტიმწვანესივრცე
22 ოქტ 2021
 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს მენეჯერს მარიამ ქიმერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით კვლავ გაგრძელდება.

„ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტს მწვანე და ფოთლოვან ნერგებს გადასცემს. ნერგების შეძენას ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური ფიჭვის, ნუშის და კაკლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და სკვერებში დაირგა.

შეხვედრის შემდეგ ორქისელები #4 საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც კავკასიური ფიჭვის, კაკლის და ნუშის ნერგები ბაღის ეზოში თანამშრომლებთან და პატარებთან ერთად დარგეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

#კასპი2021

 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 296
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
59
ოქტ 17 კვ 2021
320
ოქტ 05 სამ 2021
219