კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

სოფელ თვალადის სასმელი წყალი
19 ოქტ 2021
 

კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თვალადში, სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სოფლის სასმელი წყლის ახალი შიდა ქსელი, 15 მ3 და 50 მ3 ტევადობის ორი ავზი, რკინაბეტონის ჭები, ტუმბო და სანიტარული ღობე.

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მამისონი“ ახორციელებს.

სამუშაოს ღირებულება 253 573 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება.

არსებული შიდა ქსელი ძველი და ამორტიზირებული იყო. ახალი ქსელი გაზრდის წყლის დებეტს და პროექტის დასრულების შემდეგ 500 -მდე მოსახლეს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 223
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
59
ოქტ 17 კვ 2021
321
ოქტ 05 სამ 2021
219