კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

2021-10-22

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს მენეჯერს მარიამ ქიმერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით კვლავ გაგრძელდება.

„ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტს მწვანე და ფოთლოვან ნერგებს გადასცემს. ნერგების შეძენას ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური ფიჭვის, ნუშის და კაკლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და სკვერებში დაირგა.

ვრცლად
ოქტ 22 პარ 2021
გამწვანების აქცია კასპში #მეტიმწვანესივრცე

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს მენეჯერს მარიამ ქიმერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით კვლავ გაგრძელდება.

„ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტს მწვანე და ფოთლოვან ნერგებს გადასცემს. ნერგების შეძენას ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური ფიჭვის, ნუშის და კაკლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და სკვერებში დაირგა.

2021-10-21

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და დაფინანსება.

კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მერიის ყოველწიური სოციალური პროგრამის 33 მუხლის დახმარებით.

2021 წლის 9 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 888 453 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 2 242 მოქალაქემ და 361 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა.

ვრცლად
ოქტ 21 ხუთ 2021
მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 9 თვის შედეგები

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და დაფინანსება.

კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მერიის ყოველწიური სოციალური პროგრამის 33 მუხლის დახმარებით.

2021 წლის 9 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 888 453 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 2 242 მოქალაქემ და 361 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა.

2021-10-20

კასპში, გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის სამუშაოები დასრულდა. ამჟამად ქუჩის ჩიხებზე ბეტონის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის მეორე პირი დაიგება.

გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს.

ვრცლად
ოქტ 20 ოთხ 2021
გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

კასპში, გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის სამუშაოები დასრულდა. ამჟამად ქუჩის ჩიხებზე ბეტონის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის მეორე პირი დაიგება.

გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს.

2021-10-19

კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თვალადში, სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სოფლის სასმელი წყლის ახალი შიდა ქსელი, 15 მ3 და 50 მ3 ტევადობის ორი ავზი, რკინაბეტონის ჭები, ტუმბო და სანიტარული ღობე.

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მამისონი“ ახორციელებს.

ვრცლად
ოქტ 19 სამ 2021
სოფელ თვალადის სასმელი წყალი

კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თვალადში, სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სოფლის სასმელი წყლის ახალი შიდა ქსელი, 15 მ3 და 50 მ3 ტევადობის ორი ავზი, რკინაბეტონის ჭები, ტუმბო და სანიტარული ღობე.

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მამისონი“ ახორციელებს.

2021-10-18

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა “გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ ხოვლეში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს.

სოფელში, რომელშიც 900 ოჯახამდე ცხოვრობს, პირველი გაზქურა ანთებულია -გამრიცხველიანება კი ეტაპობრივად უბნების მიხედვით გრძელდება.

კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“ ახორციელებენ. პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე გაგრძელდება.

დღეისათვის მუნიციპალიტეტის 72 სოფლიდან გაზიფიცირების გარეშე მხოლოდ 10 სოფელია დარჩენილი. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იმედია სამუშაოებს მალე დაიწყებს და მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებული იქნება - აღნიშნა კასპის მუნიციაპლაიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#გაზიყველასოფელს

ვრცლად
ოქტ 18 ორშ 2021
სოფელ ხოვლეს გაზიფიცირება

2021-10-17

#მადლობათავდადებისადაერთგულებისთვის

17 ოქტომბერი საქართველოს ომის ვეტერანთა დღეა.

გილოცავთ ვეტერანებო, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.

თითოეულმა თქვენგანმა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში სიცოცხლე სამსხვერპლოზე მიიტანა - მადლობა ამისთვის.

ისინი ვინც ამ ბრძოლას შეეწირნენ გმირები არიან და მათი ხსოვნა მარადიული იქნება.

პატივისცემით,

კასპის მუნიციპალიტეტის მერი

ვახტანგ მაისურაძე

ვრცლად
ოქტ 17 კვ 2021
გილოცავთ!