კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

მუზეუმები

 

ომარ კელაპტრიშვილი
14 მაი 2018
 

სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანის, საქართველოს სახალხო არტისტის, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის  ლაურეატის ომარ კელაპტრიშვილის სახლ მუზეუმი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში მდებარეობს, რომელიც 2003 წელს გაიხსნა.

თანდაყოლილი, ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულმა მუსიკოსმა, რომელიც გამაოგნებელ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე - ტრიუმფით დაიპყრო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენა და  სამშობლო არაერთგზის ასახელა. 

    სალამურზე ვირტუოზულად შესრულებული ხალხური  თუ კლასიკური მუსიკის შედევრები, მარგალიტებივით ამკობდა ქართულ სამუსიკო ხელოვნებას.    ომარ კელაპტრიშვილი იყო სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავი“ს ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი. მან დაარსა ანსაბლი „იავნანა“ , რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად „კელაპტარი“დაერქვა.

სახლ-მუზეუმში გამოფენილია უნიკალური ექსპონატები, აუდიო კასეტები, კომპაქტდისკები, ქართული ხალხური საკრავების ისტორიის ამსახველი მასალები, მისი საკონცერტო აფიშები, პირადი ნივთები - სიგელები, მედლები, საჩუქრები, სალამურები, ფანდურები, რომელზეც მართლაცდა ვირტუოზი ხელოვანი უკრავდა.

      49 წლის ასაკში გარდაცვლილი სალამურის ლეგენდა - ომარ კელაპტრიშვილი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს. მის საპატივსაცემოდ, კავთისხევის საჯარო სკოლას მისი სახელი მინიჭა, ქალაქ თბილისში მის საცხოვრბელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა და აღმართულია

ბიუსტია. მისი ბიუსტი ასევე აღმართულია კასპის კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე.

 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 8572