კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

მუზეუმები

 

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
14 მაი 2018
 

დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ მუზეუმი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარეობს. აქ ინახება მისი ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი მრავალი პირადი ნივთი, ავეჯი, ჭურჭელი და ყველაზე მთავარი - ნაშრომები. რომელიც მნახველს უთუოდ დააფიქრებს ამ ბუმბერაზი ადამიანის თავისი ქვეყნისადმი უანგარო ღვაწლმოსილებაზე.

        ივანე ჯავახიშვილის მეცნიერულ მოღვაწეობა დიდი და მრავალფეროვანია. მან უპირველეს მიზნად  მეცნიერულად გამართული საქართველოს ისტორიის დაწერა განიზრახა, რომელიც წარმატებულად დააგვირგვინა უდიდესი შრომისა და ძალისხმევის შედეგად. მისი ღვაწლის შეფასებისათვის, კაპიტალური ნაშრომის „ქართველი ერის ისტორის“  ხუთი ტომიც საკმარისია,რომელიც უნიკალური და ყველა ქართველისთვის  საამაყოა. 

42 წლის ასაკში ივანე ჯავახიშვილი უკვე იხსენიება ქართველ მეცნიერთა პატრიარქად, ქურუმად და თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლად, რომლის სახელის დიდებისათვის ეს ქართული და საშვილიშვილო საქმეც კი საკმარისია.   ზნემაღალმა მეცნიერმა, მიუხედავად უნივერსიტეტის დაარსებისათვის უმძიმესი შრომისა, უარი განცხადა შეთავაზებულ უნივერსიტეტის პირველ რექტორობაზე და იგი პეტრე მელიქიშვილს შესთავაზა.

აკადემიკოსი 1940 წელს 18 ნოემბერს გარდაიცვალა.  ქართველმა ხალხმა ცხარედ დაიტირა დიდი მამულიშვილი და მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის ნიშნად მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტსის ეზოში დაკრძალეს.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 8142