კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

მუზეუმები

 

დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
14 მაი 2018
 

2007 წელს  სოფელ სასირეთში, ავარიულ მდგომარეობაში არსებული გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საცხოვრებელი სახლი   ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აღდგა და  მოეწყო მისი სახლ-მუზეუმი.

მუზეუმში გამოფენილია 122 ექსპონატი: მისი პირადი ნივთები, ფოტო სურათები, საბრძოლო  იარაღი, რუკები, ავეჯი, ხალიჩები, ჭურჭელი. მუზეუმის დათვალიერებისას მნახველს გენერლის განვლილი ცხოვრება საქართველოს წარსულში აბრუნებს. გიორგი მაზნიაშვილი არა მარტო ქვეყნის პატრიოტი და მებრძოლი, არამედ თავისი ,,სოფლის დიდი მოამაგე“-ც იყო. სამოც წელს გადაცილებულმა გენერალმა საკუთარ სოფელში, აღადგინა მამა-პაპეული მამული და ქველმოქმედებას მიყო ხელი. სოფელში რესტავრაცია გაუკეთა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, ააშენა სკოლა, გამოიყვანა სასმელი წყალი, მტკვარზე ააგო ბორანი, პარალელურად ეხმარებოდა გაჭირვებულ მოსახლეობას.

გენერლის ღვაწლი ფასდაუდებელია სამშობლოს წინაშე. ის ომობდა რუსეთ–იაპონიის ომში, თბილისიდან თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მსოფლიო ომშიც, სადაც მძიმედ დაიჭრა პოლონეთის ფრონტზე.

1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს–შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანების და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ  გაიმარჯვა ჩოლოქის ბრძოლაში და ბათუმიც გაანთავისუფლა. ამავე წლის 18 ივნის იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. 1918 წლის ოქტომბერ – დეკემბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან . 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 

1919 წელს იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1918 წლის შავი თებერვლისას იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთიდან შემოჭრილი რუსეთის XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან.იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს.თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ : “როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.” მაზნიაშვილმა უპასუხა: “მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ”. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან. 

მისი ღვაწლის მიუხედავად, 1923 წელს წითელი ტერორისას იგი დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გენერალი გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. სამშობლოში დაბრუნების ნებართვის თხოვნის შემდეგ დასახლდა მშობლიურ სოფელში, მოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და გლეხურ მეურნეობას მიყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავის ვაჟთან, ივანესთან ერთად დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს მამა-შვილი. გიორგი მაზნიაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 8858