კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ღვინის მარნები

 

გიორგი და მანანა გოგილაშვილების მარანი
18 მაი 2018
 

მარანი მდებარეობს სოფელ წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თელადგორში. თბილისიდან  30 კმ-ზე,  ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის ავტომაგისტრალის გავლით. ცენტრალური გზიდან ერთ კილომეტრში გოგილაშვილების უბანში. მარანი მოწყობილია საკუთარი სახლის სარდაფში, არის ორიარუსიანი.   მარანი და მარნის ინვენტარი გამოჩუქურთმებულია ხელით, მაკაგონის, კაკლის და წაბლის მასალით. მარნის სამხრეთის კედელს ამშვენებს ბროლის მოზაიკით წმინდა გიორგის  ხატი, კედლები მოხატულია მხატვარ ამირან ციხელაშვილის მიერ. მარანს  ზურაბ წერეთლმა საჩუქრად შემოსწირა მინანქარში შესრულებული ატენის სიონის ტაძრის დისკო, ხის ჭედური ნაკეთობები და ხელოვნების ნიმუშები 200ერთეული. მარანში არის 4 ქვევრი და სამი 600 ლიტრი ტევადობის კაკლის კასრები, რომელშიც დაყენებულია სუფთა ღვინო საკუთარი ყურძნით. გაშენებული აქვს ყურძნის სხვადასხვა ჯიშები (თავკვერი, ალადასტური, ჩინური) ხეივანი,  რომლიდანაც იღებენ  10 ტონამდე ყურძენს.   ოჯახი ყოველწლიურად მასპინძლობს ათობით ტურისტს და დამთვალიერებელს.   მარანით პოპულარიზაციას  უწევენ ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიციას, ქართულ კულტურას და ხელოვნებას. 

მარანში მისასვლელი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის მარტივად მისასვლელი. გრუნტიანი. ქ.კასპიდან 18კმ-ში,  ქვათახევის მონატრის გზის გასაყარიდან 1კმ-ში. მარტივად არის შესაძლებელი სხვადასხვა მარშრუტებში ჩართვა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოდან, თბილისიდან, ასევე დასავლეთ საქართველოდან.

საკონტაქტო ტელეფონი:  593373819

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 9358