კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

 კულტურა

კასპს  დიდი კულტურული წარსული გააჩნია. ჯერ კიდევ  XVIII  საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, მუნიციპალიტეტის სოფლებში  ტარდებოდა სპექტაკლები, რომელშიც მონაწილეობდნენ თეატრის გამოჩენილი მოღვაწეები. კასპის ცენტრში მდებარე კულტურის ცენტრი, რომელიც 1951 წელს აშენდა მასპინძლობდა და მასპინძლობს თეატრის, კინოს, ხელოვნების, სპორტის მოღვაწეებს და მწერლებს

თვითმოქმედი კოლექტივები, რესპუბლიკურ და საკავშირო ფესტივალებზე დიპლომებით,  ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით ჯილდოვდებოდნენ. კასპში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს  ხელმძღვანელობდნენ მიხეილ კავსაძე, მარო თარხნიშვილი, გრიგოლ ჩივაძე, სოლომონ იაშვილი, როსტომ ყენია, ქეთევან ღოღობერიძე, ჯანო ბაგრატიონი, გივი ბახტაძე. 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს კასპის ცენტრალურ სტადიონზე, სამთავისისა და ქვათახევის ეკლესიებში ხშირად დაუდგამს თავისი განუმეორებელი ოპერები “დაისი”, “ქეთო და კოტე”. 

სოფელ ხოვლედან იყვნენ ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოამაგენი და ხელოვნების მოღვაწენი: სანდრო, მიხეილ და ლადო კავსაძეები, ერთაწმინდიდან ცნობილი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე ია კარგარეთელი,  მეტეხიდან შალვა აზმაიფარაშვილი (დირიჟორი და კომპოზიტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე), სოფელ კავთისხევიდან იყო მარიამ თარხნიშვილი და სალამურზე დაკვრის ჯადოქარი ომარ კელაპტრიშვილი, იგოეთიდან თენგიზ ზაალიშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი, ხოვლედან გივი ბახტაძე - ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კასპიდან - ტარიელ ჭიჭინაძე, ოპერის მომღერალი.

1985 წელს კასპის სარაიონო კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „დიდგორი“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები რობერტ გოგოლაშვილი და რევაზ ჭოხონელიძე.  ანსამბლს მინიჭებული აქვს „სახალხო - სანიმუშო აკადემია“ ანსამბლის წოდება.  წარმატებებს აღწევენ ხალხური სიმღერების ბავშვთა ანსამბლი „თხოთი“, მამაკაცთა ფოლკლორული  ანსამბლები  „მოურავი“ და „ქართლი“, ქორეოგრაფიული ანსამბლები „რკონი“, „მეტეხი”, „სხვილო”. მოქმედებს სალოტბარო და სხელოვნებო სკოლები.

კასპის მუნიციპალიტეტშიში წლების განმავლობაში იმართებოდა სახალხო დღესას-წაულები:

· „გურამიშვილობა“ (სოფელი ლამისყანა),

· „ჯავახიშვილობა“  (სოფელი ხოვლე)

· „სააკაძეობა“  (სოფელი ნოსტე)

· „პაატაობა“    (სოფელი ერთაწმინდა)

· „გოსტიბეობა“ (სოფელ გოსტიბე,  სოფლის აღორძინების დღესასწაული),

· “კასპობა, რომელიც სამი წელია კვლავ ტარდება.

კასპის რაიონის ტერიტორიაზე გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმები: „კავკასიის დაპყრობა“, „გიორგი სააკაძე“, „მიხა“, „ლონდრე“, „ლაზარე“, „შერეკილები“, „ომის შემდგომი ისტორია“ და სხვა. მუნიციპალიტეტის გამოჩენილ ადამიანებზე შექმნილია დოკუმენტური ფილმები. კასპის მოსახლეობას კულტურულ მომსახურეობას უწევს 1 კულტურის ცენტრი კასპში, 1 კულტურის სახლი სოფელ ქვემო ჭალაში და 15 სასოფლო  კლუბი, 1 მთავრი ბიბლიოთეკა, 1 საქალაქო ბიბლიოთეკა, 1 სასოფლო ბიბლიოთეკა სოფელ ქვემო ჭალაში, ხუთი მუზეუმი.