კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. ძეგლი, რომელიც წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს - 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული  არქეოლოგიური გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი.

აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე. არქეოლოგებმა  უნიკალურ მასალებს მიაკვლიეს.  ორი თვის განმავლობაში მოიპოვეს 35 ათასი ექსპონატი. ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების პერიოდის ასობით სამარხი და ნასახლარი, საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყო¬¬ფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.

2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. IV საუკუნით დათარი-ღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას. 

„გრაკლიანში“, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესო¬პოტამიაში,¬ ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონ¬ატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს - ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს. ეს არის 6000 წლის წინა¬ნდელი ნივთ¬ები, რომელიც ჯერ კიდევ დამწერლობის ჩამოყალიბებამდე გამოიყენ¬ებოდა სხვა¬დასხვა დოკუმენტის ნამდვილობის¬ დასა¬დასტურებლად. სავარაუდოდ, სავაჭრო ურთიერთობის დასარეგულირებლადაც. ასეთი¬ რამ, მხოლოდ სამხრეთ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი. უფრო გვიან ნახეს ანატოლიაში, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, მერე კი გავრცელ¬ებას იწყებს¬ დასავლეთ რეგიონებში. აღმოჩენილია იმ ადამიანების ჩონჩხებიც, ვინც მათ იყენე¬ბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურ საზოგადოებას განვითარების მაღალი დონე ჰქონდა, ცნობდა იურიდიული შეთანხმების ძალას. 

„გრაკლიანი“ს გორის არქეოლოგიური შრეების ქრონოლოგიური დიაპაზონი შთამბეჭდავია, მოიცავს ამ ტერიტორიაზე ადამ¬იანის განსახლების 1,5-2 მლნ წლის ისტორ¬იას.

„გრაკლიანი“ს არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად ვეცნობით¬ აქამდე უცნობ, მაღალგანვითარებულ კულტურას. აღსანიშნავია, რომ ამდროინდელი, ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანების, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის შესახებ პირველად ვიღებთ ინფორმაციას. აქ ცხოვრობდა ეკონომიკურად და კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც ინტენსიური სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.  

"აქამდე მიიჩნეოდა, რომ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში ქართლი ეკონომიკურად დაკნინებული¬ და კულტურულად დეგრადირებული რეგიონი იყო. „გრაკლიანი“ს აღმოჩენებმა დაად¬ასტურა სრულიად საპირისპირო ფაქტი. ჩანს კავშირები სამხრეთ მესოპოტამიასთან, ურარტუსთან, აქემენიდურ ირანთან... ჩანს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ადაპტირებ¬ული აქვს იმ პერიოდის ყველა ტექნოლოგ¬იური ინოვაცია და კულტურის ელემენტი. ექსპონატებს შორის უამრავია განსაკ¬უ¬თ¬¬რებით გამორჩეული. მათ შორის არის უნიკალური, მხატვრული დეკორით შემკული¬ საკრალური ღუმელი, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. 

მეცნიერთა განმარტებით, ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - „გრაკლიანი“ს აღმოჩენები ისტორიას შეცვლის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციტივით “გრაკლიანის გორაზე” ღია ცის ქვეშ მუზეუმი შენდება. 

რაც შეეხება გრაკლიანის სხვა უდიდეს აღმოჩენებს, მნიშვნელოვანი ექსპონატებია - ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული, რომლის ერთადერთი ანალოგიც არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი (ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება), რომლის ანალოგიც მოიპოვება  სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით. 

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის გორაზე გამოვლენილ ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV - ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი - სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.

ძეგლის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

ხუთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ამ აღმოჩენის შესახებ 

1. 2015 წელს გრაკლიანი გორას საქართველოს მთავრობამ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

2. გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი შენდება.

3. აღმოაჩინეს ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა.

4. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

5. ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის მთაზე ადამიანის მრავალათასწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის ისტორიას ადასტურებს.