კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
29 ივლ 2021
 
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ კასპში გაბაშვილის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. ქუჩაზე არსებული საფარის აფრეზვა მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი დაიხარჯება. პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.
გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ქუჩის მოწესრიგებას ითხოვდნენ, რადგან ფეხით მოსიარულეთათვის და ტრანსპორტისთვისაც გაუვალი იყო - განსაკუთრებით ნალექის დროს. ქუჩაზე ორი ჩიხიც კეთდება და არსებული პრობლემა მოგვარდება -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 284
 
 
 
სიახლე
ნოემ 23 სამ 2021
59
ოქტ 17 კვ 2021
320
ოქტ 05 სამ 2021
219