კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

წულუკიძის ქუჩის მოასფალტება
09 ივლ 2021
 

კასპში გურამიშვილის და ყაზბეგის ქუჩების პარალელურად წულუკიძის ქუჩის მოასფალტებაც მიმდინარეობს.

ასფალტის პირველი ფენის დაგების პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ესწრებოდა.

წულუკიძის ქუჩის მოასფალტება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 128 626 ლარის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტით დაგეგმილ სამუშაოებს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს.

ქუჩა კასპის ძველ უბანში მდებარეობს, მასზე განთავსებულია მოხუცთა სახლი, „ენერგოპროჯორჯია“-ს კასპის ოფისი. შესაბამისად, ქუჩის მაცხოვრებლების გარდა გადაადგილება მრავალ ადამიანს და სატრანსპორტო ერთეულს უწევს.

2021 წელს ქალაქში 11 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ქუჩების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, მოძრაობა გახდება უსაფრთხო და კომფორტული, შემცირდება ავტოტრანსპორტით გადაადგილებისათვის საჭირო დროც.

#კასპი2021

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 122
 
 
 
სიახლე
ივნ 15 სამ 2021
157
მაი 25 სამ 2021
144