კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა
29 ივნ 2021
 
✅კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ სადგურ მეტეხის დასახლებაში, მესამე ქუჩის #4 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის დასრულებული სამუშაო ადგილზე მოინახულა.
✅მოსახლეობამ სახურავის სრული რეაბილიტაცია, მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით განახორციელა.
✅სამუშაო ინდმეწარმე „ნინო ჯუხარიძემ“ შეასრულა. სამუშაოზე 27 776 ლარი დაიხარჯა, რომლის 95% მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსა ხოლო 5% ბინის მესაკუთრეებმა.
✅მოსახლეობამ ვახტანგ მაისურაძეს მადლობა გადაუხადა პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის, ვინაიდან ნალექიანი ამინდის დროს მოსახლეობას სახურავიდან ჩამონადენი წყალი ზიანს აყენებდა.
✅5 წელია კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას ახორციელებს: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის მონტაჟი, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, შენობის ფასადის შეკეთება, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა.
✅გასულ წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ბიუჯეტმა მსგავსი პროექტები 71 884 ლარით დააფინანსა.
გააქტიურდით, გამოიყენეთ შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და მოაგვარეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები.
 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 139
 
 
 
სიახლე
ივნ 15 სამ 2021
157
მაი 25 სამ 2021
144