კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

ახალი საბავშვო ბაღი სოფელ იგოეთში
17 ივნ 2021
 

სოფელ იგოეთის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები რომელიც დასრულების პროცესშია, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.

სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა, სოფელ იგოეთის და მრგვალი ჭალის ბავშვები მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დადიან.

ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ორ ჯგუფზეა გათვალისწინებული, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემით. შენობაში იფუნქციონირებს ლიფტი.

საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება 696 326 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ჩვენი პატარები საუკეთესო პირობებში უნდა იზრდებოდნენ. ჩვენ ვზრუნავთ მათი კომფორტული გარემოს შესაქმნელად - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 219
 
 
 
სიახლე
ივნ 15 სამ 2021
156
მაი 25 სამ 2021
144