კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

ქვახვრელის სატუმბი სადგური ჩართულია
05 ივნ 2021
 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელთან გაბრიელ მაზმიშვილთან ერთად ქავხვრელში საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. სატუმბი სადგური ტექნიკური პრობლემების გამო დროებით შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებისა და საქართველოს მელიორაციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საკითხი დროულად გადაიჭრა. აღნიშნული სადგურის ჩართვის შედეგად სოფლები - დოესი, ხოვლე და გრაკალი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილები იქნებიან. ამავდროულად, უახლოეს პერიოდში იგეგმება სასირეთისა და კავთისხევის სატუმბი სადგურების ჩართვაც, რის შემდეგაც 15-მდე სოფელი გასარწყავიანდება.

,,სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რადგანაც სოფლის მეურნეობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ადგილობრივ ფერმერებს გამართული ინფრასტრუქტურა მოემსახუროს და შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.” - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 176
 
 
 
სიახლე
ივნ 15 სამ 2021
156
მაი 25 სამ 2021
144