კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

ჩვენ გახსოვს 9 აპრილი
10 აპრ 2018
 

29 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

1989 წელს 9 აპრილს, გამთენიისას, მაშინ, როცა მშვიდობიანი აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დასჯის გადაწყევტილება მიღებული იყო, აქციის მონაწილეებმა და მით უფრო ორგანიზატორებმა არ მიიღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა და მოწოდება - გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძარში და ამით თავიდან აეცილებინათ საშინელი საფრთხე. ისმოდა შეძახილები: ” არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი!” ღმერთს შევფიცეთ!” და ეს - “არა!” - საბედისწერო გახდა 21 ადამიანისთვის. ამ დღეს დაღუპულები ეროვნულ გმირებად შერაცხეს.

აი ისინიც - მარადიული გმირები:

აზა ადამია,

ნათია ბაშალეიშვილი,

ეკა ბეჟანიშვილი,

ნატო გიორგაძე,

თამუნა დოლიძე,

თინა ენუქიძე,

ნინო თოიძე,

ზაირა კიკვიძე,

მანანა ლოლაძე,

თამარ მამულიშვილი,

ვენერა მეტრეველი

მამუკა ნოზაძე,

ნანა სამარგულიანი,

შალვა ქვასროლიაშვილი,

მარინა ჭყონია-სამარგულიანი,

ელისო ჭიპაშვილი,

თამარ ჭოველიძე,

ნოდარ ჯანგირაშვილი,

მზია ჯინჭარაძე,

მანანა მელქაძე,

გია ქარსელაძე.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 5988
 
 
 
სიახლე
ივნ 15 სამ 2021
156
მაი 25 სამ 2021
144