კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

კასპის მუნიციპალიტეტის ტრადიციული

სახალხო დღესას-წაულები:

 

გურამიშვილობა - (სოფელ ლამისყანა - დღესასწაული უკავშირდება პოეტ დავით გურამიშვილის, რომლის დედულეთიც იყო ლამისყანა, საიდანაც გაიტაცეს ლეკებმა).  ტარდებოდა ყოველი წლის სექტემბერის ბოლო კვირა.

 

ჯავახიშვილობა  - (სოფელ ხოვლე - დღესასწაული უკავშირდება ქართველ ისტორიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აკადემიკოს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ  ივანე ჯავახიშვილს ხსოვნას.  ხოვლე მისი მშობლიური სოფელია, სადაც ასევე ფუნქციონირებს მისი სახლ-მუზეუმი).

ტარდებოდა ყოველი წლის ოქტომბრის მესამე კვირა.

 

სააკაძეობა  -  (სოფელი ნოსტე - დღესასწაული უკავშირდება ქართლის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ხსოვნას. ნოსტეში დგას სააკაძეების კოშკი). ტარდებოდა ყოველი წლის მაისის მესამე კვირა.

 

პაატაობა -  (სოფელი ერთაწმინდა დღესასწაული უკავშირდება - ქართლის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის შვილის, ირანში შაჰ-აბასის მიერ თავმოკვეთილ პაატას, ხსოვნას. ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარში დაკრძალულია პაატას თავი). ტარდებოდა ყოველი წლის ივნისის პირველი კვირა.

 

გოსტიბეობა  - (სოფელ გოსტიბე - სოფლის აღორძინების დღესასწაული -უკავშირდება გასული საუკუნის 40-იან წლებში გოსტიბედან, სამგორსა და რუსთავში იძულებით გადაადგილებულ ოჯახების უკან დაბრუნებას). ტარდებოდა ყოველი წლის აგვისტოს პირველი კვირა.

 

„კასპობა“  - ტარდება ოქტომბერის მესამე კვირას ქალაქში - მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები. გამოფენილია ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები, მოწყობილია ცნობილი ადამიანების კუთხეები, შემოდგომის კუთხეები, ქართული ოდა-სახლები, ფაცხები. წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების პროდუქცია. ადგილობრივი თვითმოქმედი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები საკუთარ პროგრამას სთავაზობენ მაყურებელს. იმართება სახალხო სეირნობა.