კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 


მინერალური წყლები


კურორტი "ხოვლე"- მდებარეობს სოფელ ხოვლეში ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლეზე
კურორტი ცნობილია სამკურნალო  გოგირდწყალბადიანი  წყაროებით, რომლიც ათეული წლების განმავლობაში იყო ფუნქციონირებადი, მაგრამ დღეს დაკეტილია მეპატრონის უფინანსობის გამო (შესყიდულია). სამკურნალო წყალს კვერცხის გემო და ფერი დაჰკრავს იგი ძირითადად ვანების სახით მოიხმარებოდა; წყალი გამოიყენება რევმატიული, ოსტრიოქონდროზის გინეკოლოგიური და კუჭნაწლავური დაავადების სამკურნალოდ.

 

სამონადირეო - სარეწაო რესურსები

თეძმის ხეობა (სამოჭალორკონის ხეობაში არსებობს სამონადირეო სახლი); კავთურის ხეობა; გოსტიბის მთა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელია სამონადირეო კომპლექსის მოწყობა;

ფრინველები –(არწივი, მწყერი, იხვი, ბატი, კაკაბი, ყვავი, გარეული მტრედი, შაშვი, გნოლი, წყლის ქათამი (ვალეშნიკი)) ცხოველებიმგელი, დათვი, გარეული ღორი, მელია, შველი, მაჩვი); თევზი (ციმორი, კარასი, კალმახი, კაპუეტი, ჭანარი, მურწა, საზანი).

მდინარე თეძამის ხეობა -  კასპის მუნიციპალიტეტში ულამაზესია. მდინარის  სათავე აქვს 2080 სიმაღლეზე,  თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ არჯევანის ქედზე ერთვის მდინარე მტკვარს. მისი სიგრძე 51 ილომეტრია.  რკონამდე სიგრძე 30 კმ. აუზის ფართობი 394 კმ2.  საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა კი  ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. ზამთარში ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. ყინულთ დაფარულია დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად, სარწყავად. ხეობაში უნიკალურ ბუნებასთან ერთად სანახავია: რკონის ნაქალაქარი, რკონის სამონასტერო კომპლექსი, თამარის ხიდი - ე.წ. ქვახიდა, ნათლისმცემის ეკლესია, იკვის წმინდ გიორგის ეკლესია.

მდინარე კავთურის ხეობა - შუა ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა, კავთურას ხეობა კასპის რაიონშია. მას მდინარე კავთურა ჩამოუდის. იგი გამოდის დიდგორის ქედიდან და ყველაზე დიდი შენაკადი, გუდალურა, სოფელ კავთისხევთან უერთდება. კავთურა მტკვარს სოფელ ხანდაკთან შეერთვის.

"
კავთურა" კავს - კავიან ჯოხს ნიშნავს. ერთი მეცხვარე, გვარად ლომიძე, თურმე ცხვარს აძოვებდა კავთურას სათავეზე. ნანგრევში რაღაც ბრჭყვიალა ნივთი შეუმჩნევია, შეუყვია კავიანი ჯოხი და ხატი გამოუტანია. ეს ხატი იქვე დაუსვენებიათ და აუგიათ კავთის წმინდა გიორგის პატარა ეკლესია. ამ ისტორიული კავის გამო ადგილსა და მდინარესაც კავთა დარქმევია. ლომიძისთვისაც გვარი კავთიაშვილად შეუცვლიათ.

სერგი მაკალათიას ცნობით, სახელწოდება "კავთა" დაკავშირებულია "კვართასთან" (ქრისტეს პერანგი), "კვართობასთან". ქრისტეს კვართი, როგორც ვიცით, დაფლულია მცხეთაში. ასევე, სოფელ ხოვლეში არის "კვართის" კოშკი და "კვართის" ეკლესია, სადაც სცოდნიათ კვართობის დღესასწაულობა. კავთისხევიც მცხეთის სვეტიცხოვლის საკუთრება იყო და შესაძლოა, ამ ორ სახელწოდებას შორის საერთო იყოს.

ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ნიჩბისის დასავლით ხევი კავთისა. გამოსდის დიდგორს, დის ჩრდილოთ, ერთვის მტკვარს სამხრიდან. ქვათახევამდე ვენახოვანი ხილიანი... და არს ადგილი შემკული, ზაფხულ გრილი, წყაროიანი, ზამთარ თბილი, გარემოს მთა ტყიანი, შენობა მრავალნი".

ეს ხეობა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, დიდ როლს ასრულებდა შუა ქართლის ისტორიულ წარსულში. ამას მოწმობს ამ ხეობაში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვათახევის მონასტერი (XII-XIII.
.).