კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სიახლე

 

#ესშენიისტორიააგააცანი....
21 სექ 2021
 

აპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ - ორბელიანების სასახლე მუზეუმში სასახლემდე მისასვლელი გზის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა დაათვალიერა.

მოსამზადებელი სამუშაოს ანუ შიდა ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, მისასვლელი მოპირკეთდება ქვაფენილითა და ბაზალტის საფეხურებით.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის კომფორტული და მოწესრიგებული გარემო შეიქმნება.

რეაბიიტაციის სამუშაოებს შპს „სიპკი“ ასრულებს, რომელმაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

შესასრულებული სამუშაოების ღირებულება 73 660 ლარია, საგარანტიო ვადა კი 5 წელი.

მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და არა მარტო ვიზიტორთა, არამედ ახალდაქორწინებულთა სანახაობით და ჯვრისწერის ადგილად იქცა. მუზეუმი ჩვენი სოფლის სიამაყე და ისტორიაა, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭიხინაშვილმა.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 176
 
 
 
სიახლე
ოქტ 17 კვ 2021
3
ოქტ 05 სამ 2021
9
აგვ 18 ოთხ 2021
290
აგვ 13 პარ 2021
225