კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ღვინის მარნები

 

გივი დავითაშვილის მარანი
18 მაი 2018
 

მარანი მდებარეობს ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთულის სოფელ კალოუბნის ცენტრში. ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის ავტომაგისტრალის გავლით, ცენტრალური გზიდან ერთ კილომეტრში ზემო ხანდაკის სოფლის ცენტრიდან 700მ-ზე,  კასპიდან 16კმ-ზე.

ასევე ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის ავტომაგისტრალის გავლით, სოფელ გარიყულადან თეძმისხევი-ახალსოფლის ხიდიდან 800მ-ზე გრუნტიანი გზით.

  ოჯახი წარმოადგენს მუხრან-ბატონების შტოს.  მარანი არის საგვარეულო, რომელიც თარიღდება XVII საუკუნით, 1640 წლიდან. მარანი  ორბოძიანია, მისი  მოცულობა 200კვ.მ. სიმაღლე 6მ-ია. მარნის შესასვლელი კარი არის მუხის ხის, მოჩუქურთმებული. მარანში აშენებულია ბუხარი, სათოფურები, ბუხარი და მაყალი. მოწყობილია სარკმლები, რომლებიც გამოყვანილია ქვის ჩუქურთმებში. მარანში მწკრივში ორმხრივად ჩაწყობილია 3ტონა ტევადობის 10 ქვევრი. კედელში ჩატანებულია ქვის საწნახელი 30 ტონის ტევადობის, საწნახელთან ჩაყოლებულია წყლის  აუზი თიხის მილებით შემავალი და გამავალი ქსელით, რომელიც გამოიყენება ქვევრების სარეცხად. მარნის შესასვლელ კედელთან  მოწყობილია თაღი ქვევრების გადაადგილებისთვის. ჭაჭის გარეშე აწარმოებენ ყურძნის ტრადიციული ჯიშებიდან ღვინოებს: თავკვერი, ჩინური ("ჩინებული"), გორული მწვანე. აწარმოებს ე.წ." დუშისტი ბუკეტი" ღვინის ჩამოსხმას 700 გრამი ტევადობის ბოთლებში. გაშენებული აქვთ ვაზი 0.50 ჰა-ზე. ფლობს   სერთიფიკატს -"ტრადიციული მეღვინე". არის მეღვინეთა ასოციაციის წევრი. მონაწილეობას იღებს ღვინის ფესტივალებში.

  მარანს მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.

საკონტაქტო ტელეფონი:  593638724

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 8121