კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ღვინის მარნები

 

გივი აღაპიშვილის მარანი
18 მაი 2018
 

მარანი მდებარეობს სოფელ კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ კავთისხევში, თბილისიდან  38 კმ-ზე, ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის ავტომაგისტრალის გავლით. ცენტრალური გზიდან  150მ-ში.

მარანი ეკუთნის მსოფლიოში ცნობილ მხატვარს  გივი აღაპიშვილს. მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლექციებსა და მუზეუმებში. პერსონალური გამოფენები მოწყობილია საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. მისი ნამუშევრები ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში. მარანი მოწყობილია სამსართულიანი აივნიანი სახლის ნახევრად სარდაფში. მარანში ჩაწყობილია ოთხი ქვევრი, აშენებულია ბუხარი უძველესი ნაკეთობებით და ჭურჭლით. ეზოში აშენებულია კრამიტით გადახურული ხის ფანჩატური, მარტივად მოწყობილია ბუხარი. ეზოს შესასვლელში მაღალი ფართე ხეივანია. გაშენებულია რქაწითელის, ჩინურის და ალადასტურის ჯიშები. შეუძლიათ აწარმოონ ერთ ტონამდე ღვინო. ნაწილობრივ მოწყობილია სადეგუსტაციო დარბაზი. შესაძლებელია მოეწყოს ფესტივალები, გამოფენები.

მარანში მისასვლელი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის მარტივად მისასვლელი. გზა არის ასფალტირებული 150მ-გრუნტიანი. ქ.კასპიდან 11კმ-ში. მოწყობილია გარე განათება

საკონტაქტო ტელეფონი:  599857432;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7173