კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

კურორტი „ხოვლე“ -  მდებარეობს (ხოვლეს ადმინისტრაციული  ორგანო) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში,  ზღვის დონიდან მდებარეობს 720 მეტრის სიმაღლეზე. სოფელში ცხოვრობს 3000 მოსახლე. სოფელში ჩამოედინება მდინარე ხევხმელა. კურორტი ცნობილია სამკურნალო  გოგირდწყალბადიანი  წყაროებით, რომლიც ათეული წლების განმავლობაში იყო ფუნქციონირებადი, მაგრამ დღეს დაკეტილია მეპატრონის უფინანსობის გამო (შესყიდულია).

სამკურნალო წყალს კვერცხის გემო და ფერი დაჰკრავს, იგი ძირითადად აბაზანის სახით მოიხმარებოდა; ერთდროულად იქ 60 ადამიანი მკურნალობდა, რომლებიც კოტეჯებში ცხოვრობდნენ კურორტის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. წყალი რამოდენიმე ხევში გამოედინება ერთდროულად, რომელიც მილებით შედის    კურორტის შენობაში. 

წყალი გამოიყენება რევმატიული, ოსტრიოქონდროზის, გინეკოლოგიური და კუჭნაწლავური დაავადების სამკურნალოდ.სოფლის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც აწუხებს კუჭის დაავადება სვამს თვითნებურად და მათივე განცხადებით შედეგსაც აღწევენ. 

კურორტის შენობა პრივატიზებულია, მაგრამ არ ფუნქციონირებს, მეპატრონის უფინანსობის გამო. (შეტანილია კურორტების ჩამონათვალში)

„გარიყულა“ -ახალქალაქის  ადმინისტრაციულ  ერთეულში შედის და მისი მოსახლეობა 384 კაცს შეადგენს; ზღვის დონიდან მდებარეობს 470 მეტრის სიმაღლეზე, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვის. სწორედ ამ მიზნით, ათეული წლების განმავლობაში, ზაფხულში სამი თვით ფუნქციონირებდა „პიონერთა ბანაკი“, რომელიც რესპუბლიკური მასშტაბით იღებდა ბავშვებს. ჩამოედინება მდინარე თეძამი. შენობა პრივატიზებულია და ამჟამად არ ფუნქციონირებს, მეპატრონემ ჩაატარა  სარესტავრაციო  სამუშაოები - სასტუმროს ფუნქციითაა დატვირთული  (კურორტების ჩამონათვალში არ არის შეტანილი).

„გოსტიბე“ - ახალქალაქის  ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და მისი მუდმივი მაცხოვრებელი 43 კაცს შეადგენს, ზაფხულობით მოსახლეობის რიცხვი სამმაგდება, _ ზღვის დონიდან მდებარეობს 1200 მეტრის სიმაღლეზე, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის ბრონქიალური ასთმის განსაკურნად. წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა „პიონერთა ბანაკი“, რომელიც რესპუბლიკური მასშტაბით იღებდა ბავშვებს. ამჟამად ფუნქციონირებს კერძო პირის ინიციატივით. მცირე მასშტაბით მაგრამ არა ბანაკის ტიპი (კურორტების ჩამონათვალში არ არის შეტანილი)

„რკონი“ -ახალქალაქის  ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და მისი მოსახლეობა 23 კაცს შეადგენს,  ზღვის დონიდან მდებარეობს 950 მეტრის სიმაღლეზე, მაღალი ჰაერის გამო სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ამიტომ აქ ფუნქციონირებდა ს/ს „კასპიელექტროაპარატის“ დასასვენებელი საოჯახო სახლი ხის კოტეჯებით (1-2-3 ოთახიანი), რომელიც  კეთილმოწყობილი იყო.

 ჩამოედინება მდინარე თეძამი. დროთა განმავლობაში კოტეჯები დაზიანდა (1991 წელს, „პუტჩის“ დროს კიტოვანის გვარდია იყო დაბინავებული და შენობა და მისი მოწყობილობები თითქმის გაანადგურეს) და  საჭიროებს შეკეთებას, იგი ისევ  ს/ს „კასპიელექტროაპარატის“ მფლობელობაშია, ამჟამად მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა. დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღდგენა „კასპიელექტროაპარატის“ თანამონაწილეობით. (კურორტების ჩამონათვალში არ არის შეტანილი)