კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ტურიზმის
პოტენციალი კასპის მუნიციპალიტეტში  

 

კასპის მუნიციპალიტეტის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, განუმეორებელი ბუნება და მდიდარი ისტორიულ - კულტურული ძეგლები სათანადო პირობებს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნუსხულია სხვადასხვა ეპოქის 300-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიან-ბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნები, მრავალფეროვანი ნამოსახლარები, სადაც მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა დაცულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

აღნიშნული ექსპონატებიდან აღსანიშნავია: მოოქროვილი ვერცხლის დისკო და ვერცხლის ხატისუღელი (ძვ. წ. III ს); ელინისტური და რომაული ხანის ბრინჯაოსაგან დამზადებული დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს); ბრინჯაოს ბალთა და ვერცხლის თასი (ახ. წ. - სს); ბრინჯაოს შუბისპირები, აღმოსავლურ-ქართული ცულები, სატევარები, საკიდები.  ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლებია: რკონის სამონასტრო კომპლექსი ( ს. VII- XIV სს); ფავნისის (IX-X სს); სამთავისის, იკვის (XI ს); ქვათახევის, ერთაწმინდის (XII-XIII სს); მეტეხის (XIII ს) ტაძრები. ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებს ჰყავს, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი დამთვალიერებელი, თუმცა, ექსკურსიებს არ აქვს რეგურალური ხასიათი, რადგან ისინი შეტანილი არ არის საქართველოს ძირითად ტურისტულ მარშრუტებში.

საუკეთესო დასვენებისა და სანახაობისათვის არსებობს:

შესანიშნავი ბუნება მდინარებითა და ხეობებით, ისტორიული და კულტურული ძეგლები, მუზეუმები,  ჩანჩქერები, სადეგუსტაციო, საკურორტო, სათევზაო და  საპიკნიკე ადგილები.