კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

სპორტი

 კასპს მდიდარი სპორტული ტრადიციები აქვს. დღესაც პოპულარობით სარგებლობს ქართული ჭიდაობა, რომლის სახელგანთქმული ფალავნები იყვნენ: დავით ხიზამბარელი, არტაშა ბერიაშვილი, ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი, ზაქარია იანვარაშვილი, გოგლა რამაზაშვილი, ლადო გოგიბედაშვილი, სულიკო კოშაძე, გიორგი ბასიაშვილი, შოთა მაზმიშვილი, გიორგი ხუციშვილი და სხვები.

მუნიციპალიტეტის სპორტულ მატიანეში საპატიო ადგილები დაიმკვიდრეს მსოფლიოს, ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა თუ საქართველოს ჩემპიონებმა.

მსოფლიოს ჩემპიონები არიან ჭიდაობა სამბოში: იოსებ მაღალაშვილი, შალვა პაპინაშვილი, ივანე გამხიტაშვილი (ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში 2002 წელს), სარდიონ იაშვილი, ჯამბულატ ქამხაძე, მამუკა ჯანანაშვილი, ბადრი ჯანიაშვილი, ოთარ ყურაშვილი (ვეტერანთა შორის), შმაგი შარიფაშვილი (ჭაბუკთა შორის),     

ევროპის ჩემპიონები ტარიელ ცინცაძე (ძიუდო), ამირან ობგაიძე ( ძიუდო), ჯამბულ ქამხაძე (სამბო), ბადრი ჯანიაშვილი, კახაბერ და მიხეილ მამულაშვილები, მალხაზ კუმლაძე (სამბო), საბჭოთა კავშირის ჩემპიონები სამბოში ქრისტეფორე ნინიაშვილი, გიორგი როსტიაშვილი, ლავრენტი კაციაშვილი, ნუგზარ გოგიბედაშვილი, დავით კოდანოვი.

საქართველოს ფალავნები არიან ამირან ვარდოშვილი, შოთა გულიაშვილი, ოთარ ყურაშვილი და ვანო გამხიტაშვილი.

საუკუნის საქართველოს საუკეთესო სამბისტად დასახელდა სამთავისელი მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი აწ გარდაცვლილი ივანე გამხიტაშვილი. 

1976 წელს ცნობილმა მოჭიდავის და მწვრთნელის ლავრენტი კაციაშვილის თაოსნობით კასპში  ჭიდაობის სპეციალიზებული სკოლა დაარსდა, რომელმაც მრავალი სახელოვანი მოჭიდავე აღზარდა.

ესტაფეტა წარმატებით გააგრძელეს ახალგაზრდებმა - ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა: შმაგი შარიფაშვილმა, ჯაბა პაპინაშვილმა, კახა მამულაშვილმა, რობიზონ ბეგლარაშვილმა, ამირან იანვარაშვილმა, გიორგი გეჯაძემ, ზვიად ოდოსაშვილმა, გიორგი კაციაშვილმა, ბექა ბერძენიშვილმა და სხვებმა.

1987 წელს კასპში გაიხსნა  ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა 200 მოსწავლეზე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ შიდა ქართლის და რესპუბლიკურ პირველობებზე.      

სკოლის აღზრდილები გამოსულან საფრანგეთის, შვედეთის, ფინეთის, უნგრეთის, იტალიის, დანიის, გერმანიის, საფეხბურთო მინდვრებზე. წარმატებებს მიაღწიეს გიორგი გაბიდაურმა (კვიპროსის ჩემპიონი),  დავით და მერაბ გიგაურებმა (გაგრის “განთიადი“, ქუთაისის „ტორპედო“) გიორგი მჭდლიშვილმა (თბილისის ლოკომოტივი), გიორგი დაბრუნდაშვილმა (“ნორჩი დინამო“), გიორგი ილურიძემ („მარტვილის გუნდი“). მიხეილ კობაური  საქართველოს ჩემპიონი-საქართველოს თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეა.

წარმატებებს აღწევს საფეხბურთო გუნდი „გენერალი“, რომელიც დიდი შრომის ფასად ბრინჯაოს ჯგუფიდან გადავიდა ოქროს ჯგუფში. „ფიფა“ - ს - ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის მსაჯის წოდება აქვს მინიჭებული ილია ბოჭორიძეს და გიორგი ხეჩუაშვილს, „უეფა“-ს  - ევროპული ფეხბურთის ლიცენზია კი საფეხბურთო სკოლის 6 მწვრთნელს.

ამჟამად მიმდინარეობს კასპის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია, რომელიც მომავალში დიდი ტურნირების ჩატარების საშუალებას  იძლევა.

კასპელმა ივანე ჯახუამ საქართველოში, პირველმა გამოსცა წიგნი „კასპის საფეხბურთო ისტორია“ (1936-2014 წწ). 

სოფელ მეტეხიდანა მოჭადრაკე საერთაშორისო დიდოსტატი,  საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.