კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

მუნიციპალიტეტის შესახებ

 

მდებარეობა და მოსახლეობა
01 მაი 2018
 

 

კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს  საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში მდინარე მტკვრის ორივე მხარეს,  ზღვის დონიდან  560 მეტრზე და მოიცავს ლეხურის, თეძამის, კავთურის და ნაწილობრივ ქსნის ხეობებს.

მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდლოეთით აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით - თრიალეთის ქედი. უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080 მეტრი ზღვის დონიდან).

კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით გორის, სამხრეთით თეთრიწყაროს და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით - დუშეთის   და ახალგორის მუნიციპალიტეტები.

1917 წლამდე, კასპი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. 1959 წლის ივნისიდან კასპი რაიონული დაქვემდებარების ქალაქია. მუნიციპალიტეტის ფართობი  შეადგენს 803,2 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში  17 ტერიტორიული ორგანოა, რომელშიც ერთი ქალაქი,  71 სოფელი და 60 ნასოფლარი შედის. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი, იგი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისიდან დაცილებულია 56, ხოლო გორიდან 40 კოლომეტრით. მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს რესპუბლიკის მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალირკინიგზის  4  სადგურით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია  803,16 კვ.კმ-ია, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 43 771, მათ შორის ქალაქად 13 423, ხოლო სოფლად 30 348 კაცს. ადმინისტრაციული ცენტრიაკასპიმუნიციპალიტეტში 17 ადმინისტრაციული  ერთეულია.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5900