კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ისტორიული ძეგლები

 

იკვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
14 მაი 2018
 

იკვის XI საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში. 

ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ნაშენია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 

გუმბათის ყელისა და ტაძრის ფასადი მორთულია დახვეწილი გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტული მორთულობით, რომელიც ხაზს უსვამს, იმ პერიოდის ქვაზე მომუშავე ოსტატთა მაღალ დონეს. საინტერესოა XII-XIII საუკუნის კედლის მხატვრობა, სადაც საუფლო, თორმეტ დღესასწაულთან ერთად  ყურადღებას წმინდა გიორგი ცხოვრების ამსახველი სცენები იპყრობს, შესრულების მაღალი დონითა და არაჩვეულებრივი ოსტატობით გამოირჩევა. 

იკვის კედლის მხატვრობა თავისი არაჩვეულებრივი შესრულების მანერით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ქრისტიანული ფრესკული მხატვრობის გვერდით. სტილისთვის დამახასიათებელი მანერით, ის მსგავსებას ავლენს, როგორც ბიზანტიურ ფრესკულ მხატვრობასთან, ასევე აქ ჩანს ადგილობრივი ტრადიცილუი მახასიათებელი, ესაა ლაკონიზმი. იკვის ტაძრის კედლის მხატვრობა მნიშნელოვან ადგილს იკავებს შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანული ხელოვნების შესწავლისთვის.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 8897