კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ისტორიული ძეგლები

 

სვიმონ მესვეტე
14 მაი 2018
 

სვიმონ მესვეტეს სავანე  მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში - კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით რკონის კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთით მთის ფერდობზე. ეკლესია სამსართულიანია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.  თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.  

ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი უკვე ბერად აღიკვეცა. ააგო ექვსი წყრთის სიმაღლის სვეტი, ზედ მოწყობილ ვიწრო სენაკში დამკვიდრდა და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სვეტი თანდათან მაღლდებოდა: იგი ჯერ ოც, შემდეგ კი - ოცდათექვსმეტ წყრთამდე გაიზარდა. ღირსი მამა მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.

უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა. ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.

 დიდი კაბადოკიელი წმინდანი - სვიმონ მესვეტე 80 წლის მანძილზე  ურთულეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა სვეტზე და აქვე აღესრულა.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 8363