კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ისტორიული ძეგლები

 

თხოთის წმინდა ნინოს ეკლესია
14 მაი 2018
 

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანის სამხრთ - აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე თბილისი-გორის ავტომაგისტრალის მარცხენა მხარეს მდებარეობს თხოთის მთა. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. 

323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა მუხნარის მხარეს, შემოიარა მისი სანახები და ავიდა თხოთის მთაზე, მაღალ ტყეში, რომ გადაეხედა  კასპისა და უფლისციხისთვის. ზუსტად შეუადღეს მთაზე მას მზე დაუბნელდა, და თვალთ ვერაფერი დაინახა -  „დაბნელდა მის ზედა მზე და იქმნა ღამე უკუნი ბნელი ფრიად.“ მეფე შეჩერდა ერთ ადგილას იმედგადაწურული და გულში გაიფიქრა: არმაზს და ზადენს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება, ვერ მიხსნეს ამ გასაჭირისგან; ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს და თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე იქნებ მიხსნას გასაჭირისგან.

მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა, რომ გაენათებინა მისთვის ბნელი და სამაგიეროდ პირობა დადო, რომ აღიარებდა მის სახელს, აღმართავდა ძელს (ჯვარს) და აუშენებდა მას სახლს (ეკლესიას) სალოცავად. მეფემ, ასევე, პირობა დადო, რომ იქნებოდა ნინოს მორჩილი და მიიღებდა რომაელთა რჯულს (ქრისტიანობას).

ეს თქვა თუ არა მირიანმა, იმწამსვე გათენდა და მზე გამობრწყინდა. გადმოვიდა მეფე ცხენიდან, გაიწვდინა ხელები აღმოსავლეთისკენ და ადიდა ნინოს ღმერთი, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იდიდოს მისმა სახელმა და ეს სასწაულის ამბავი ყოველთვის მოიხსენიებოდეს.

ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგომი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება VII-VIII სს.-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო IX-X სს.-ის მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება X-XI სს.-ით. სამხრეთის ფასადზე X-XI სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 7873