კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ისტორიული ძეგლები

 

სხვილოს (ცხვილოს) ციხე (X-XVII სს)
14 მაი 2018
 

სხვილოს ციხე მდებარეობს შიოდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სოფლიდან აღმოსავლეთით სამიოდე კილომეტრზე.

კომპლექსში შემავალი  ნაგებობები: გალავანი, მთავარი კოშკი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, წყალსაცავი.

სტრატეგიულად ციხე-დარბაზს მეტად მოხერხებული მდებარეობა აქვს – იგი გაბატონებულია ტირიფონისა და მუხრანის ველების, ლეხურისა და ქსნის ხეობის შემოგარენზე და ათეული კმ-ის სიშორიდანაც კარგად მოჩანს. სხვილოს ციხე-დარბაზების კომპლექსები პირველად მატიანეში X-ე საუკუნეში მოიხსენიება. 

    ციხე-სიმაგრემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლეკების, ოსმალების და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 1742 წელს ყიზილბაშების წინააღმდეგ შეთქმული ზემო ქართლელი თავადები გივი ამილახვრის მეთაურობით სხვილოს ციხეში გამაგრდნენ და აქედან შეუტიეს ქვემო ჭალაში დაბანაკებულ მტერს და უკუაქციეს. იმავე წელს სპარსელებთან გაიმართა ახალი ბრძოლა სხვილოს ციხის მახლობლად მთებში. ქართველებმა აქაც გაიმარჯვეს და ისევ სხვილოს ციხეში გამაგრდნენ. სპარსელებმა ქვემო ქართლში გივი ამილახვრის კუთვნილი ყველა ციხე აიღეს და სხვილოს ციხეს ალყა შემოარტყეს. ციხემ გაუძლო მტრის მრავალ შემოტევას და ბოლოს მტერი იძულებული გახდა მოეხსნა ალყა.  

XIX საუკუნიდან სხვილოს ციხემ როგორც საფორტიფიკაციო (სამხედრო-საინჟინრო) ნაგებობამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 9162