კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

არტ-ვილა „გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების შექმნის, წარმოჩენისა და გავრცელების მისიით შეიქმნა. არტ-ვილა გარიყულა, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად მოიცავს არტ-კომუნას, რეზიდენციას და მუზეუმს.

არტ - ვილა გარიყულა, წარსულში ბოლგარსკიანთ სასახლე, სოფელ გარიყულაში (მდებარეობს ახალქალაქის  ადმინისტრაციული ერთეულში - სოფელი გარიყულა) პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ სააგარაკოდ 1885 წელს ააშენა. გადმოცემით  სასახლე პოლონელმა  ბოლგარსკიმ ფილტვებით დაავადებულ მეუღლეს, ვერა ბელეცკაიას  აუშენავერას სურვილი იყო აქ ხელოვნების სკოლა შექმნილიყო.

ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და აწ უკვე აღარ არსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი. სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.    ვასილი ბოლგარსკის საკუთარი ელსადგური და იმ დროისთვის ინოვაციური სარწყავი სისტემა ჰქონდა, რაც ქმნიდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტირების საშუალებას.

გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, შიდა ქართლის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალქალაქი - ძველიმეფეთა ქალაქი“, შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და ფერთა პალიტრით, ქართველ მხატვართა და კინემატოგრაფისტთა რამდენიმე თაობის შთაგონების წყარო იყო.  არტ-ვილა გარშემო 2400 კვ. მეტრი მიწა უმეტესად ხეხილსა და ვენახს უკავია. ნაკვეთის გვერდით მდინარე თეძამი ჩამოდის. ევროპული არქიტექტურის მქონე სახლის პირველ საერთულზე ქართული მარანია მოწყობილი ქვევრებითა და საწნახელით.

შენობას, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, კულტურის  ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა, მოუვლელობის გამო სავალალო მდგომარეობაში იყო. შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდისინიციატივით,  ძეგლის ფრთხილი აღდგენა მოხდა.

ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა   თბილისელი პედაგოგისა და მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ბოლგარსკიანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც 2000 წლიდან მოყოლებული უამრავი საინტერესო წამოწყება ხორციელდება.  

არტ-ვილა „გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების შექმნის, წარმოჩენისა და გავრცელების მისიით შეიქმნა.

არტ-ვილა-ს მიზნები და ამოცანები:

·  კულტურული კავშირების გაფართოება საერთაშორისო არტ-ცენტრებთან და კომუნებთან თანამშრომლობითა და ინტეგრაციით.

·  კრიტიკული აზროვნების, პრაქტიკული სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო პლატფორმის ჩამოყალიბება.

·  ინტერკულტურული დიალოგის მხარდაჭერა გრძელვადიანი პროგრამების მეშვეობით.

·  ქართველი არტისტების პოპულარიზაცია.

·  კულტურის დეცენტრალიზაცია და კასპის რაიონის ეკონომიკური დაწინაურება.

·  მულტიდისციპლინარული პროექტების განხორციელება რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

·  არტ-ვილაში დაცული თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების კოლექციის გამდიდრება.

არტ-ვილა გარიყულა" აქცენტს აკეთებს ხუთ სამუშაო მიმართულებაზე:

  •         საკურატორო მუშაობა, ორიენტირებული თანამედროვე ხელოვნების ყველა ფორმატსა და მედიაზე;
  •         საინფორმაციო მუშაობა - შეხვედრები, დისკუსიები, კულტურული გაცვლა, ადგილობრივი არტისტების  დახმარება  ფართო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში;
  •         საგანმანათლებლო მუშაობალექციები, სემინარები და მასტერკლასები (თანამშრომლობა თბილისის სამხატვრო აკადემიასთან);
  • ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა;
  •  თანამედროვე ხელოვნების  ნამუშევრების  კოლექციის ჩამოყალიბება.

 არტ-ვილა გარიყულა"- ში  ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი       Fest I Nova“ ,  2009 წლიდან ყოველი წლის სექტემბრის დასაწყისში იმართება. იგი არტ-ვილა- კონცეფციის, მისი ფუნქციების განხორციელების უმთავრეს ინსტრუმენტია. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები, განსხვავებულ მედიაში მომუშავე არტისტები და არქიტექტორები მონაწილეობენ (საქართველო, ამერიკა, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი - უელსი, რუსეთი, აზერბაიჯანი,უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ირანი. ქართული თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები : CCA, არტისტერიუმი, პროექტიარტიერიში“ VADS, სამხატვრო აკადემია, გალა გალერეა, ნექტარი, Arts councils Azerbaijan, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა).  

Fest I Nova ერთგვარად აგრძელებს წინა საუკუნის დასაწყისის ქართველი მოდერნისტი მხატვრების მიერ დაწყებულ მოძრაობას, რომლითაც ქართული შემოქმედებითი სივრცე პროგრესული არტ-პროცესების მონაწილე უნდა გამხდარიყო და შესაძლებლობა ჰქონოდა საერთაშორისო არტ-ტენდენციებისთვის საინტერესო გამოცდილება მიემატებინა, თუმცა საბჭოთა ისტორიამ ეს განვითარება შეაჩერა.

ფესტივალმა უკვე უმასპინძლა მრავალ არტისტს ევროპის ქვეყნებიდან, რომელთათვის ქართული კულტურული კონტექსტი ნამდვილი აღმოჩენა იყო და დღეისთვის ისინი საკუთარ ქვეყნებში პოპულარიზაციას უწევენ ფესტივალის იდეას და არტ ვილა გარიყულა“- ფართო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში ეხმარებიან.

ფესტივალი აგრძელებს არტ ვილაგარიყულა- ძირითადი მიზნების განხორციელებას:

არტ ვილა გარიყულა- ბაზაზე შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პლატფორმა ერთობლივი ინტერკულტურული პროექტების, გაცვლითი პრაქტიკის, ხელოვანთა მობილურობისა და კულტურული დიალოგისთვის:

  • დააკავშიროს და ჩააბას ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობებში და მოახდინოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია;
  • ფონდის ხელთ არსებული კავშირების გამოყენებით ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას;
  • განახორციელოს მულტიდისციპლინარული კულტურული პროექტები რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშირისო დონეებზე;
  • ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას საქართველოში;
  • ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.