კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
რკონი თამრ მეფის ხიდი
რკონი თამრ მეფის ხიდი
 კასპის კულტურის ცენტრი
კასპის კულტურის ცენტრი
კასპის სპორტკომპლექსი
კასპის სპორტკომპლექსი
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

1.  კასპის ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი ქალაქი კასპი.  მოსახლეობა 13 423 მცხოვრები. ქალაქში განლაგებულია მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო და  ქალაქ კასპის ადმინისტრაციული ერთეული. რესურსცენტრი, 4 საჯარო სკოლა და ერთი კერძო შპს „ბესიკ ნიპარიშვილის მრავალფუნქციური გიმნაზია“,  დასრულების პროცესშია #1 საჯარო სკოლის მშენებლობა.  ფუნქციონირებს 5 ბანკი, საკოლმეურნეო ბაზარი, სუპერმარკეტები. სპორტული კომპლექსი, გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ხელოვნების სკოლა, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური, პოლიცია, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, საავადმყოფო, კერძო კლინიკა „მარიმედი“, სტომატოლოგიური კაბინეტები,   მოხუცთა სახლი. “ჰაიდელბერგჯორჯია“ს ცემენტის, სპირტის, საკონსერვო, კერამიკული აგურის, პლასტმასის მილების, ელექტროაპარატურის ქარხანები, შპს „ჯეოფერტი“, სს „კასპიგაზი“, გაზეთ „ახალი განთიადი“ს რედაქცია, კერძო სასტუმრო, ტაძრები, ეკლესიები, კვების ობიექტები, საბანკეტო დარბაზები.

მისამართი: კასპი მ. კოსტავას ქუჩა # 37; მერის წარმომადგენელი - ლევან გეჯაძე ტელეფონი: 599 85 73 52 .

 2.   აღაიანის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი აღაიანი, მოსახლეობა 3 425 მცხოვრები. შედის   სოფლები: აღაიანი, საქადაგიანო, ხიდისყური. ადმინისტრაციულ ერთეულში არის  სამედიცინო ამბულატორია, არის საჯარო სკოლა,  სასოფლო კლუბი, ეკლესია, თხოთის მთაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, სადაც პირველი მირიან მეფე და შემდეგ დედოფალი ნანა გაქრისტიანდა და ეკლესიაც ააშენეს. ფუნქციონირებს  ასფალტის ქარხანა.

მერის წარმომადგენლი - ზურაბ ქურასბედიანი, ტელეფონი: 591 4 176  86;

3.   ოკამის ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი ოკამი, მოსახლეობა - 4 196  მცხოვრები. შედის სოფლები: ოკამი, თეზი, ფერმა, ჩანგილარი. ადმინისტრაციულ ერთეულში არის სამედიცინო ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი, სასოფლო კლუბი, სავაჭრო ობიექტები, მინი „ჰიდროეელქტროსადგური“, სს „ახალშენა 205“ - ოკამის ღვინის ქარხნის ბაზაზე.

მერის წარმომადგენელი  - კობა ჩიტაშვილი, ტელეფონი: 599 85 74 33;

4. სამთავისის ადმინისტრაციული ერთეული  - ცენტრი სოფელი სამთავისი, მოსახლეობა  792 მცხოვრები. შედის სოფლები: სამთავისი, ბოჟამი, თოგოიანი, იგოეთი, მრგვალი ჭალა.  ადმინისტრაციულ ერთეულში არის  2 სკოლა, სამედიცინო ამბულატორია, სამთავისი-კასპის ეპარქია, სამთავისის ტაძარი. მიმდებარედ „გრაკლიანის გორა“ უდიდესი მსოფლიო აღმოჩენებით, სადაც მიმდინარეობს ღია ცის ქვეშ  მუზუმის მშენებლობა.

მერის წარმომადგენელი  - გელა ქარუმიძე, ტელეფონი: 599 85 74  41;

5. ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეული  - ცენტრი სოფელი ლამისყანა -  მოსახლეობა  1 394  მცხოვრები. შედის სოფლები: ლამისყანა, თვაურები, ხვითი.  ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი, ჯამბაკურ ორბელიანების სახლ მუზეუმი.

მერის წარმომადგენლი - გიორგი ჭიხინაშვილი, ტელეფონი: 599 09 49 06;

6. ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი ქვემო ჭალა - მოსახლეობა 1630 მცხოვრები. შედის სოფლები: ქვემო ჭალა, ახალშენა, საკორინთლო, გორაკა,  ვაკე, პანტიანი, გამდლისწყარო.

ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, ამილახვრების ციხე სასახლე, სხვილოს ციხე, ეკლესიები.

მერის წარმომადგენელი  - სტეფანე მესროფაშვილი, ტელეფონი: 599 85 74  37;

 7.   დოესის ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი დოესი, მოსახლეობა 2 548 მცხოვრები. შედის სოფლები: დოესი, გრაკალი.

ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი, სასოფლო კლუბი, ეკლესიები.

მერის წარმომადგენელი  - ტარიელ ოხანაშვილი, ტელეფონი: 599 19 14 23;

8.  კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი კოდისწყარო, მოსახლეობა 1 101 მცხოვრები. შედის სოფლები: კოდისწყარო, სარიბარი, ყარაფილა, ზადიაანთკარი, ზემო რენე, ქვემო რენე, ნიგოზა, ჩობალაური.

ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საჯარო სკოლა, სასოფლო კლუბი, საბანკეტო დარბაზი.

მერის წარმომადგენელი  - ვლადიმერ გოჭოშვილი, ტელეფონი: 599 36 50 71;

9. თელიანის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი თელიანი, მოასახლეობა  1 475   -  მცხოვრები. შედის სოფლები თელიანი, სასირეთი, სამაჩაბლოდან  დევნილთა კომპაქტური ჩასახლება (54 ოჯახი).

 ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საბავშო ბაღი, საჯარო სკოლა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ მუზეუმი.

მერის წარმომადგენელი  - გიორგი დემეტრაშვილი,    ტელეფონი: -577  00 85 59.

10. ახალციხის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი ახალციხე, მოსახლეობა - 766  მცხოვრები. შედის სოფლები ახალციხე, ნოსტე, მთიულთუბანი, ცხავერი, გოსტიბე. ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საბავშო ბაღი, საჯარო სკოლა, სასოფლო კლუბი.

მერის წარმომადგენელი  - გურამ ბარნოვი, ტელეფონი: - 599 85 74  39

11. ახალაქალაქის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი ახალქალაქი, მოსახლეობა - 2 373 მცხოვრები. შედის სოფლები ახალქალაქი, გარიყულა, ზემო ჩოჩეთი,  ერთაწმინდა, გოსტიბე,  თეძმისხევი, ახალსოფელი, კაპრაშიანი, ჭყოპიანი, ჩაჩუბეთი, რკონი. ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საჯარო სკოლა, სასოფლო კლუბი. „არტ ვილა გარიყულა“ - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. ყოველ წელს იმართება ფესტივალი  „festi nova”,რომელშიც მონაწილეობს ევროპის ქვეყნების მხატვრებიც. სოფელ ერთაწმინდაშია წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარი, სადაც შაჰ-აბასის მიერ მოკვეთილი პაატა სააკაძის თავია დაკრძალული. 

აქ არის უნიკალური თეძამის, რკონის ხეობა, ბუნებით, სარეწაო ადგილებით, რკონის კომპლექსით. თამარის ქვა ხიდით, იკვის მონასტერი და სხვა.

მერის წარმომადგენელი  - კონსტანტინე წერეთელი, ტელეფონი: - 599 85 74  36

12.  მეტეხის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი მეტეხი, მოსახლეობა  -  2 973 მცხოვრები.  შედის სოფლები: მეტეხი, ბარნაბიანთკარი, სადგური მეტეხი, სამაჩაბლოდან  დევნილთა კომპაქტური ჩასახლება (35 ოჯახი). ადმინისტრაციულ ერთეულში არის სასოფლო ამბულატორია, საჯარო სკოლა, საჭიდაო დარბაზი, საბანკეტო დარბაზი, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი,  ეკლესიები, აფთიაქი, საკალმახეები.

მერის წარმომადგენელი  - იოსებ მარღიშვილი, ტელეფონი: - 599 85 74  30

13. წინარეხის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი წინარეხი. მოსახლეობა - 834   მცხოვრები. შედის სოფლები: წინარეხი,  თელადგორი, იდლეთი, გომიჯვარი, ლავრისხევი.  ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო სკოლა, სასოფლო კლუბი. ისტორიული ძეგლები: ქვათახევის მონასტერი, მაღალაანთ ეკლესია და სხვა.

მერის წარმომადგენელი - ესტატე აბულაძე, ტელეფონი: - 598 98 60 71

14. კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი კავთისხევი. მოსახლეობა - 2 539  მცხოვრები. შედის სოფლები: კავთისხევი,  ეზატი, თვალადი, გუდალეთი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, მირიანი, კარიერის დასახლება. ადმინისტრაციულ ერთეულში არის 4 საჯარო სკოლა, სასოფლო კლუბი, საბანკეტო დარბაზი, ღია სპორტული საჭიდაო არენა, საბავშვო ბაღი, ომარ კელაპტრიშვილის (სალამურის ჯადოქარი) სახლ მუზეუმი, მწერალ გიორგი შატბერაშვილის სახლი, ბიუსტი, საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძის სახლი (თვალადი - სკოლა იყო განთავსებული) და  ისტორიული ძეგლები.

მერის წარმომადგენელი  - მიხეილ კელაპტრიშვილი, ტელეფონი: - 599 85 74  32.

 15.  ზემო ხანდაკის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი სოფელი ზემო ხანდაკი. მოსახლეობა - 1 675  მცხოვრები. შედის სოფლები: ზემო ხანდაკი, კალოუბანი (ფაშიანი). ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო სკოლა, აფხაზეთში დაღუპული ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი. საბავშო ბაღი, სასოფლო კლუბი. ისტორიული ძეგლები. 

მერის წარმომადგენელი  - ვლადიმერ მარღიშვილი, ტელეფონი: - 599 85 74  27;

16. ქვემო გომის  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი - სოფელი ქვემო გომი. მოსახლეობა - 1 178 მცხოვრები. შედის სოფლები: ქვემო გომი, ბორტა, ნიაბი. ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი, სასოფლო კლუბი, ისტორიული ძეგლები. 

მერის წარმომადგენელი  - კახა კაციაშვილი, ტელეფონი: - 599 85 74  35.

17.  ხოვლეს  ადმინისტრაციული ერთეული - ცენტრი - სოფელი ხოვლე. მოსახლეობა -1 449  მცხოვრები. ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი, სასოფლო კლუბი, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი,ღია საჭიდაო არენა, ისტორიული ძეგლები.

მერის წარმომადგენელი - თამაზი (ბაჩო)  ხუციშვილი, ტელეფონი: - 555 31 12 34.